იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონა” ჯილდოების მოქმედი მფლობელია. ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი თუ არა, მინიმუმ, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის. გონებით და ამბიციურად ვითამაშებთ. ჯგუფიდან გასვლა გვინდა. ეს ექვსიდან პირველი მატჩია და ყველაფერს ვიზამთ ქულების მოსაპოვებლად. დაცვაშიც და შეტევაშიც გუნდურად უნდა ვითამაშოთ. ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენს მაგივრადაც და პარტნიორების მაგივრადაც ვიმოქმედებთ, ასევე, გონივრულად ვითამაშებთ შეტევაში.
მესი? ის პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ალბათ, საუკეთესოც კი” , – აღნიშნა გარსიამ.
”რომა” – ”ბარსა” დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.