LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხაძე: წაქცეულს პოლიციელმა რამდენჯერმე დამარტყა მუცელში მუშტი

166
72939216-2668709549827399-2003279446726934528-o

მმართველი პარტიის ოფისთან დღეს გამართული აქციის ერთერთი მონაწილე ნოდარ რუხაძე ყვება, რომ პოლიციელმა მას კეფაში მოკიდა ხელი და ჭყლეტვაში შეითრია, რის შედეგადაც ის წაიქცა და მიწას თავი დაარტყა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, აქტივისტი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც პოლიციელების კორდონში კიდევ ერთხელ მოხვედრისას, ერთერთი პოლიციელი მას სთხოვდა, თავი არ დაეჭერინებინა.

გთავაზობთ, მის სტატუსს:

“დილის ამბავი მოკლედ; მილიციელმა მომკიდა ხელი კეფაში და ჭყლეტვაში შემითრია.

პროცესში წავიქეცი და თავი მაგრად დავარტყი. ერთ-ერთი მილიციელი ჩემთან ერთად წაიქცა. სანამ მომწყვდეული ხალხის ნაკადმა გადაგვიარა და ფეხზე წამოდგომა მოვახერხე, დაგდებულს მან რამდენჯერმე დამარტყა მუცელში მუშტი.

რაღაც მომენტში, როდესაც მეორედ მოვხვდი პოლიციელების კოროდნში, ერთი პოლიციელი მეუბნებოდა – გთხოვ, თავი არ დააჭერინო.

ამ ბიჭებისა და გოგოების ბრალი არ არის, რომ ასეთ სისტემაში უწევთ მსახურება. არც ის, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში უწყება გაივსო მილიციელებით.

დღეს ისევ 7 საათიდან გელოდებით”

გაიგეთ მეტი:

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g