ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მოათავსეს. მას “კოვიდ19” გუშინ დაუდასტურდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამ მომენტისთვის ექვსი პაციენტი მკურნალობს. მუდმივ რეჟიმში ხდება მათი ტესტირება, მკურნალობა და დაკვირვება. გარდა დადასტურებული შემთხვევისა, კიდევ ერთი ქალბატონია გადმოყვანილი, ასევე საკარანტინე ზონიდან. მას აქვს სუსტად დადებითი პასუხი. უნდა განმეორდეს ტესტირება, რის შემდეგაც გვექნება ზუსტი პასუხი. ორივე შემთხვევა უკავშირდება თურქეთის საზღვრის კვეთას“, – განაცხადა ქარცივაძემ.