რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება გრძელდება. კლინიკაში ტკივილის მართვის – ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.
ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.
სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი – ოპერაციული მკურნალობაც.
ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები – მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.
კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.