რუმინელი მძღოლები ერთმანეთისთვის თვალყურის დევნას დაიწყებენ. ქვეყანა განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ტელეფონით გადაღებული კადრები და ასევე ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორში შენახული ვიდეოები, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებისთვის ჯარიმის გამოწერის საფუძველი გახდება.
ამ გზით გადაღებული ვიდეო კადრები შესაძლოა პოლიციას გაეგზავნოს და მათზე აღბეჭდილ კანონდამრღვევს პასუხისგება მოეთხოვოს. ამასთან, მომჩივანმა ოფიციალური ჩვენებაც უნდა მისცეს და დაადასტუროს, რომ წარმოდგენილი ჩანაწერი რედაქტორის დახმარებით არ შეუცვლია.
ამ გზით ხელისუფლება ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვის შემცირებას იმედოვნებს.