მილანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილი რვავე პირი იდენტიფიცირებულია.
ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი რუმინელი მილიარდერი დენ პეტრესკი, მისი ცოლი და ვაჟი, ასევე მისი ხუთი მეგობარი.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთძრავიანი Pilatus PC-12 3 ოქტომბერს მილანის ლინატეს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა და ცარიელ შენობას შეეჯახა.
დენ პეტრესკი კუნძულ სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. იტალიური გამოცემების ცნობით, თვითმფრინავს უკვე ცეცხლი ეკიდა, როდესაც ის შენობას შეეჯახა.
იტალიის საჰაერო უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ კატასტროფის მიზეზების გამოძიება გუშინვე დაიწყო.
68 წლის რუმინელი დენ პეტრესკი, რომელიც ასევე გერმანიის მოქალაქე იყო, რუმინეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიჩნევა 3 მილიარდი დოლარით.
იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიარდერი კუთვნილ თვითმფრინავს თავად მართავდა.
ბორტზე იმყოფებოდა მისი 65 წლის მეუღლე და 30 წლის ვაჟი. გარდაცვლილთა შორის არის 1 წლის ბავშვიც.
“ოჯახი მიემგზავრებოდა სარდინიაში, ოლბიაში მდებარე ვილაში, სადაც პეტრესკუს 98 წლის დედა ელოდებოდა”, – წერს იტალიური მედია.
კატასტროფის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
In #Milan Italy, a private plane flying between Milan & italian island #sardinia has crashed into an office building killing all 7 aboard! Being flown by 30yr old Dan Petrescu a #German citizen born in Romania, a property tycoon worth a 3 billion euros!@W0lverineupdate pic.twitter.com/EZoZe0Gowm
— Victor ???? (@cool_crusader) October 4, 2021