LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში ჯანსაღი კამპანია დაიწყო: ვინც 20 „ჩაჯდომას“ გააკეთებს – ავტობუსის უფასო ბილეთს მიიღებს

52
ruminnews20107

რუმინეთში ყველაზე ჯანსაღი კამპანია დაიწყეს. სტუდენტური ქალაქის კლუჟ–ნაპოკას მკვიდრებს შეუძლიათ, რომ 20 „ჩაჯდომა“ გააკეთონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდნენ.

პროექტი „ევროპული სპორტის კვირეულის“ ფარგლებშია ინიცირებული და მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანს. მისი მიზანი კი რა თქმა უნდა, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ავტობუსის გაჩერებებზე ვიდეო კამერით აღჭურვილი ჯიხურები განთავსდა, სადაც მსურველებს უფასო ბილეთის მიღება შეუძლიათ. ე.წ. „ჯანმრთელობის ბილეთის“ გამოყენება ქალაქში მოძრავ ყველა ავტობუსზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სპორტის ფესტივალი წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. გასულ წელს კი მას 100 ათასზე მეტი მონაწილე ყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები