ქართულ-თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-ი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფონდში თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია შედგა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორი ჩერქეზიშვილმა კომპანია SU MARKETS-ის წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდმა პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნეს.