წლების წინ, კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის რომანი კრისტენის ღალატის გამო მოულოდნელად დასრულდა. სტიუარტი პატინსონის პარალალეურად რეჟისორ რუპერტ სანდერსთან რომანში ამხილეს. ამ უკანასკნელმა წლების შემდეგ ამ ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ კრისტენთან ურთიერთობას ნანობს.
„შეცდომას ყველა უშვებს და მისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ რომ არა ეს შეცდომები, ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა“ – აცხადებს სანდერსი.
შეგახსენებთ, რომ მათი რომანი ფილმის „ფიფქია და მონადირე“ გადაღებების დროს დაიწყო, სადაც სტიუარტი მთავარ როლს ასრულებდა, რუპერტი კი რეჟისორი იყო. ურთიერთობა საკმაოდ მცირე ხანს გაგრძელდა, თუმცა მას კრისტენისა და პატინსონის და სანდერსისა და მისი მეუღლის, ლიბერტი როსის დაშორება მოჰყვა.