LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთში ე. წ. “საფილტრაციო ბანაკებში” ძალით გადაჰყავთ – რა ხდება მარიუპოლში

218
mmm(1)

უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ისევ მარიუპოლი რჩება. ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუს სამხედროებს ძალის გამოყენებით გადაჰყავთ ქალაქის ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები რუსეთში არსებულ „საფილტრაციო ბანაკებში“.

„ეს არის კაცი, ვინც პუტინის ,,უძლეველი" არმია ჯართად აქცია!... არ ჩანს, მაგრამ ყველგან არის - კიევშიც, ხარკოვშიც, მარიუპოლშიც და ოდესაშიც - რა ვიცით მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნიზე

ზალუჟნის ჰყავს ორი ქალიშვილი. უფროსი კიევის გარნიზონში მსახურობს, უმცროსი კი ოდესაში სწავლობს და ექიმობაზე ოცნებობს.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, ძირითადად იძულებით გაყვანას ექვემდებარებიან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლევობერეჟნის რაიონის მცხოვრებლები.

“მთლიანობაში უკანონო დეპორტაციას დაექვემდებარა დაახლოებით 15 ათასი მარიუპოლელი. ეს ლევობერეჟნის რაიონში აქამდე არსებული მთელი მოსახლეობის სადღაც ნახევარია“, – ნათქვამია ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ ბანაკებიდან მოქალაქეებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ანაწილებენ.

 

 

magti 5g