LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები ენერგოდარს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

54
1

რუსული ძალები ქალაქ ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს, რის გამოც ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ელოდებიან, რომელმაც იქ არსებული სიტუაცია უნდა შეაფასოს. ელექტროსადგური რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g