LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები მუნდიალის თილისმას ირჩევენ, პრეზიდენტი კი არ იქნება

110

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმის წარდგენა 21 ოქტომბერს რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოხდება (გადაცემაში ”ღამის ურგანტი”).

მუნდიალის თილისმა სამიდან ერთ-ერთი გახდება. კანდიდატები არიან – მგელი, კატა და ვეფხვი – და მათ შორის გამარჯვებულს წილისყრა გამოავლენს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პრეზენტაციაზე მოსკოვში არ ჩავა.
იგი ამავე დღეს იორდანიში მიმდინარე 17 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება.

სამაგიეროდ მოსკოვში ამ ღონისძიებაზე ცნობილი ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო იქნება. სწორედ ის და ზვონიმირ ბობანი გამოაცხადებენ გამარჯვებულ თილისმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g