უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა – ტელეგრამარხების ცნობით, სავარაუდოდ, ქალაქში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. გამოქვეყნდა ვიდეოც, სადაც ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.
როგორც “Украина 24” იტყობინება, კიევში, სვიატოშინსკის რაიონში რაკეტა საცხოვრებელ დასახლებაში ჩავარდა.
“რუსეთის არმია აქტიურ მოქმედებებს არ ახორციელებს. ოკუპანტები პოზიციების გასაუმჯობესებლად და მარაგის უზრუნველსაყოფად გარკვეულ ტაქტიკურ მოძრაობებს ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და აუმჯობესებენ პოზიციებს. ხერსონის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს რუსეთის არმიას, მიმდინარეობს ზარალის დათვლა”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას. მისივე თქმით, რუსების დანაკარგი 10 000-ს სცდება.
არესტოვიჩის განცხადებით, 5 მარტის მდგომარეობით, რუსი სამხედროების სავარაუდო დანაკარგები 10 ათასზე მეტი ადამიანია. მისივე თქმით, მათ გაანადგურეს 269 ტანკი, 105 საარტილერიო სისტემა, 150 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 400-ზე მეტ მანქანა.
