LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსების მიერ სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?“ – რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ოკუპანტი რუსეთის მარიონეტების გამოტანილ განაჩენზე?

137
მამუკა მამულაშვილი

„დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა, „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, მას დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – რას ამბობს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი

როგორც მამულაშვილმა ambebi.ge-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს სისხლის სამართლის მე-9 საქმეა, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს.

„ეს არის სისხლის სამართლის მე-9 საქმე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ და მისმა მარიონეტებმა ჩემს წინააღმდეგ აღძრეს. სასჯელი ოთხჯერ შემიფარდეს, მათ შორის სამჯერ მუდმივი პატიმრობა მომისაჯეს.

ძირითადად რუსი სამხედროების წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, ოფიცრების მკვლელობას და მსგავს რაღაცებს მედავებიან. რაც უნდათ იმას მოიგონებენ, ხელს რა შეუშლით?!

მამუკა მამულაშვილი: „ქართული ლეგიონის“ 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული“

„მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა დაიწყო.“

სავარაუდოდ, დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

მათ სურთ, რომ სამხედრო დამნაშავეებად წარმოგვაჩინონ. მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია ჩემს წინააღმდეგ, ხან იმას მაბრალებენ, რომ მოწამლული არ ვიყავი და დავიბრალე და ხან რა სისულელეს“, – განაცხადა მამულაშვილმა.

„ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ“ – უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვას ავრცელებს

როგორც მანვე აღნიშნა, ზოგადად, რუსები საფრთხეს ხედავენ იმ ადამიანებში, რომლებსაც იდეოლოგია აქვთ.

„ქართული ლეგიონი“ არის ყველაზე დიდი უცხოური ლეგიონი უკრაინაში, რომელსაც იდეოლოგიასთან ერთად კარგი სამხედრო მომზადებაც აქვს.

შესაბამისად, რუსეთისთვის ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოვადგენთ და 2014 წლიდან ორგანიზებულად გვებრძვიან, როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურადაც ცდილობენ ჩვენს განადგურებას“. – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

სრულ ინტერვიუს გაეცნობით აქ

magti 5g