LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსებმა დღეს უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს“ – მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა

78
BeFunky-collage

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის  სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტერმა “36 რაკეტით განახორციელა თავდასხმა, რომელთა უმრავლესობაც ჩამოგდებულ იქნა.

“აგრესორი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. ღამით მტერმა დაიწყო მასიური შეტევა: 36 რაკეტა, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს. მადლობა საჰაერო თავდაცვის ყველა სამსახურს გაწეული მუშაობისთვის, ყველა ენერგეტიკოსს და სამსახურს, რომლებიც ახლა თავდასხმის ადგილებზე იმყოფებიან და მუშაობენ და ჩვენი ინფრასტრუქტურის აღდგენას ახორციელებენ. თქვენ ჩვენი გმირები ხართ”, – წერს ზელენსკი.

სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის, თუმცა იუწყებიან რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g