LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონშიც – ომის 217-ე დღე უკრაინაში

39
Untitled design

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელეს.

სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვზე – ქალაქის გუბერნატორის ოლეჰ სნეჰუბოვის განცხადებით, მტერმა კილოდნოჰირსკის რაიონი S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბა.

„ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. დაშავებულების რიცხვი ზუსტდება. მოქალაქეებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, შეწყვეტილია კომუნიკაცია სასწრაფო დახმარების ხაზთან“, – წერს გუბერნატორი.

მისივე განცხადებით, დღის განმავლობაში მტერი აგრძელებდა სხვადასხვა რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ განაღმვითი სამუშაოები გრძელდება და დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა 1547 ასაფეთქებელი ობიექტი განაღმეს.

საომარი მოქმედებები გრძელდება ხერსონშიც.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონში მძიმე ბრძოლა გრძელდება:

„მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონის რეგიონში, სადაც რუსული ძალები დნეპროს მარჯვენა სანაპიროზე მოწინააღმდეგის პირისპირ დაუცველები არიან.

რუსეთი კვლავ ცდილობს დონბასში ბახმუტის მახლობლად დაწინაურებას მაშინაც კი, როცა მას ძლიერი ზეწოლა ემუქრება ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g