რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რაიონის სოფელ გუსაროვკას ოკუპაციის დროს სამი ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს და ცეცხლი წაუკიდეს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.
7 აპრილს დამპყრობლებისგან სოფლის გათავისუფლების შემდეგ, ერთ-ერთი სახლის სარდაფში სამი ადამიანის სხეულის დამწვარი ნაწილები იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით, სამოქალაქო პირების ცხედრებს, მანქანის საბურავები გადააფარეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
გამომძიებლებმა დაიწყეს გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია განზრახ მკვლელობასთან.
როგორც UNIAN მანამდე იტყობინებოდა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული უბნებიდან მამაკაცებს არ ათავისუფლებენ.