რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინული მედიის მიერ განახლებული ინფორმაციით, დღეს მასობრივი სარაკეტო შეტევა – აფეთქებები მოხდა კიევსა და რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სუმსა და ოდესაში.
ამასთან, რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
„14:45 საათისთვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაშია გამოცხადებული“, – წერს უკრაინული მედია.
კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფარში გადავიდეს.
ასევე, როგორც ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა ტელეგრამში დაწერა, თავდაცვის სისტემებმა რაკეტები დააფიქსირა ნიკოლაევშიც.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში