რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს – დაბომბილია საზღვაო პორტი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.