LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა სლავიანსკი დაბომბეს

82
0c10

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკს რაკეტებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ქალაქში პატარა ტბის ზომის კრატერი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღალსართულიანი შენობაც დაზარალდა. ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. ამასთან, დაზიანებული სახლების უმრავლესობა საცხოვრებლად უვარგისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები