LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს – კიევის ოლქი ისევ ცეცხლის ალშია, უკრაინელებმა კიდევ ერთი ნაწამები მოქალაქის სხეული იპოვეს

91
უკრაინა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს. ცნობას ამის შესახებ მედია სლავიანსკის მერზე, ვადიმ ლიახზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქალაქი ისევ დაბომბეს. ტორსკაიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი განადგურდა“, – წერს ქალაქის მერი „ფეისბუქზე“. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, გუშინ, კიევის ოლქში, ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.

„რუსეთის გარშემო რკინის ფარდა ეშვება“ – რა ხდება უკრაინაში ომიდან ნახევარი წლის შემდეგ

უკანასკნელი 1 თვის ცნობებით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა უკრაინელების ხელთაა და ამ ფაქტს თავად უკრაინული ჯარის რამდენიმე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ადასტურებს.

უკრაინული მედია, კიევის რეგიონის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია, მას დაზიანებები კისერსა და ტანის არეში აღენიშნებოდა.

„ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანი ოკუპანტების მიერაა ნაწამები. მისი ცხედარი რუსულ არმიის ყოფილ პოზიციებზე აღმოვაჩინეთ. გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია.

დაზიანებები აღენიშნებოდა კისერსა და ტანის არეში. მოკლულს ჩექმები ეცვა და თან ჰქონდა სეიკოს საათი. თუ რამე ინფორმაციას ფლობთ მისი იდენტიფიცირების შესახებ, გთხოვთ აცნობეთ კიევის პოლიციას.“– ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, ამ წუთებში, ჰაერში ძლიერი კვამლია.

„ეს კვამლი კიევის რეგიონში, კერძოდ ვიშგოროდის რაიონის სოფელ სოსნოვკაში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია, ტორფის ხანძრის 1 ფოკუსის ლიკვიდაცია გრძელდება.“– აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

მაშველების თქმით, ამ მდგომარეობას სეზონური ფენომენი – მეტეოროლოგიური ნისლი ართულებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვრცლად გაეცნობით: 

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს: ზელენსკი

უკრაინელებმა სამხრეთით ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადგურეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ორნახევარი საათი გაატარა, რაც „საკმაოდ უცნაურად გამოიყურება“: მიხაილო პოდოლიაკი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g