LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური წამების ახალი ტიპი გამოიგონეს” – ომბუდსმენი

181
BeFunky-collage - 2022-12-23T013911.206

რუსებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური წამების ახალი ტიპი გამოიგონეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს უკრაინელი პატიმრები გამოჰყავთ სავარაუდოდ, გაცვლის მიზნით, შემდეგ კი აბრუნებენ კოლონიებში და ამბობენ, რომ უკრაინა მათ გაცვლაზე უარს ამბობს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ეს წამების ფორმად ითვლება.

„უკრაინელი პატიმრები ხანდახან შეგნებულად გაჰყავთ ვითომ გაცვლის მიზნით, შემდეგ კი აბრუნებენ კოლონიაში და ეუბნებიან, რომ უკრაინა უარს ამბობს მათ გაცვლაზე. ჩვენ ამას წამების ფორმად მივიჩნევთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინას არ უთქვამს უარი რუსული მხარის მიერ გაცვლისთვის შეთავაზებულ არც ერთ პირზე“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

პუტინი: ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ

მარიუპოლში ახალი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც სულ მცირე 10 300 ადამიანია დამარხული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g