LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადავიტანეთ 9-თვიანი სრულმასშტაბიანი ომი და რუსეთმა ჩვენი გატეხის გზა ვერ იპოვა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

77
ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსებს ბრძოლა არ შეუძლიათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი რაც რუსებს გამოსდით ტერორიზმია.

“ტერორი მაშინ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა ხერსონის რეგიონიდან გაქცეულიყო. ეს არის შურისძიება მათთვის, ვინც დაკარგა. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა.

ერთადერთი, რაც მათ ჯერჯერობით შეუძლიათ, ტერორიზმი, ენერგეტიკული ტერორი, არტილერია ან რაკეტაა – ეს არის ის, რასაც რუსეთი თავისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში აკეთებს. მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლება და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები შეიძლება დაიცვას ჩვენი ხალხი რუსული ესკალაციისგან. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან. მალე დიდი ამბები იქნება”, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g