LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსებს ძალიან ეშინიათ, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ“: სერგეი გაიდაი

46
სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაის აცხადებს, რომ რუსებს უკრაინელი სამხედროების „ძალიან ეშინიათ“, რის გამოც მდინარე კრასნაიაზე ხიდი ააფეთქეს.

„მათ (რუსებს) ძალიან ეშინიათ, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. რუსებმა კრასნორეჩენსკოეს მახლობლად, მდინარე კრასნაიაზე ხიდი ააფეთქეს“, – თგანაცადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ხიდი 29 ოქტომბერს, კრემენნაიას მახლობლად ააფეთქეს. გაიდაის განმარტებით, რუსეთის სარდლობამ თავის ჯარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერება დაავალა.

ამასთან, ჰაიდაი აღნიშნავს, რომ რუსები სისტემატურად უტევენ ბელოგოროვკას და სასტიკი ბრძოლები ასევე გრძელდება სვატოვოს მიმართულებით. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრემენნაიასა და სვატოვოს ირგვლივ თითქმის ყველაფერი დანაღმულია – მდინარის ნაპირები, გზები, ხიდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g