LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუ­სებს ვუ­თხა­რი, “პა­პას“ გა­და­ე­ცით, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს რომ და­აბ­რუ­ნებს, მერე და­ვუ­წერ მუ­სი­კას-მეთ­ქი“ – რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს

2512
BeFunky-collage

დათო ევგენიძემ “კვირის პალიტრას” გულახდილი ინტერვიუ მისცა.

ცნობილ მუსიკოსს, რომელსაც მუსიკალური განათლება რუსეთში აქვს მიღებული, ახლა ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს.

– ორი ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ვა­ტა­რე: ერთი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის, მე­ო­რე ბა­თუმ­ში – ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი. ბოლო წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და ჩემი პი­რა­დი გეგ­მე­ბიც გა­ჩე­რე­ბუ­ლი მაქვს. ვე­ძებ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სებს და ვცდი­ლობ გზა გა­ვუკ­ვა­ლო.

რუ­სეთ­ში მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­აც, ას­პი­რან­ტუ­რაც და ჩემი პირ­ვე­ლი ბა­ლე­ტიც დიდ თე­ატ­რში და­იდ­გა, მერე მა­რი­ას თე­ატ­რში, ინ­ტენ­სი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი რუ­სეთ­თან.

– დღეს თუ თა­ნამ­შრომ­ლობთ და ვის­თან გაქვთ კონ­ტაქ­ტი?

– თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ შე­წყდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სხვა აზრი არ­სე­ბობ­დეს, ვი­ყა­ვი და ვარ იმ ქარ­თველ­თა რი­ცხვში, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამ უსა­მარ­თლო კა­ცისმკვლელ ომს.

– უკ­რა­ი­ნა­ში თუ გაქვთ კავ­ში­რე­ბი?

– ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, ვინც ჩემ­თან ერ­თად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, ლვოვ­შიც, კი­ევ­შიც, ოდე­სა­შიც…

– 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­თან სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტეთ კავ­ში­რი?

– არა, ერ­თა­დერ­თხელ ჩა­ვე­დი, 2013 წელს, ფი­ო­დორ ბონ­დარ­ჩუ­კი ჩემი მე­გო­ბა­რია, მის ყვე­ლა ფილმზე ნა­მუ­შე­ვა­რი ვარ, იუ­ბი­ლე ჰქონ­და. მა­შინ შე­მომ­თა­ვა­ზეს 3 უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტზე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რო­ბა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მე­რეც ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, ვი­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე ფილმზე, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო არ აფი­ნან­სებ­და. რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე ფილ­მის­თვის დავ­წე­რე მუ­სი­კა, ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის­თვი­საც… იქ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო იყო დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, არც ერთი პრო­ექ­ტის მუ­სი­კა არ და­მი­წე­რია. არა­ერ­თხელ კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც მთხოვ­დნენ, მაგ­რამ აღარ ჩავ­სულ­ვარ.

– უა­რის მი­ზეზს გე­კი­თხე­ბი­ან?

– მი­ზე­ზი ნათ­ქვა­მი მაქვს. ყი­რი­მის ანექ­სია რომ მოხ­და პირ­ვე­ლად, დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის “ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბა” რე­კონ­სტრუქ­ცია გა­ა­კე­თეს. რუ­სე­ბი თვლიდ­ნენ, რომ და­იბ­რუ­ნეს, კი არ წა­არ­თვეს. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, ვი­ცო­დი, ამ ფილ­მის­თვის არ დავ­წერ­დი მუ­სი­კას. პრო­დი­უ­სე­რი ყო­ველ და­რეკ­ვა­ზე ჰო­ნო­რა­რის თან­ხას ზრდი­და. თით­ქმის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე რომ ავი­და, ვუ­თხა­რი, ვერ ხვდე­ბით, რომ არ გი­წერთ მუ­სი­კას-მეთ­ქი?! მი­თხრეს – რუ­სუ­ლად “პა­პას” ეძა­ხი­ან იმ კაცს, იცით, ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ – ანუ მა­მას ვერ ვე­ტყვით, რომ ვერ და­გი­ყო­ლი­ე­თო. ვუ­თხა­რი, “პა­პას” გა­და­ე­ცით, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს რომ და­აბ­რუ­ნებს, მერე და­ვუ­წერ მუ­სი­კას-მეთ­ქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგ­რამ დღემ­დე მის­ტი­რი­ან ჩემს მუ­სი­კას.

– დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა მეგი გო­გი­ტი­ძის რუ­სეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლას.

– ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ეს საქ­ცი­ე­ლი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვარ მისი შე­მოქ­მე­დე­ბით, მაგ­რამ ფაქ­ტი რომ გა­ვი­გე, მერე მო­ვუს­მი­ნე და უკვე მაქვს ჩემი პი­რა­დი აზრი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნა­ბიჯს, 8 აგ­ვის­ტოს წინ და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს მოს­კოვ­ში წა­ვი­დეს და კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­როს, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ…” – აღნიშნა დათო ევგენიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g