გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა.
როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.
ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა კიდევ ორი სახლი მოექცეს – რა ხდება გუგუტიანთკარში
“წყლის რეზერვუარები ჰყვება იქით-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო.
მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხს სჭირდება იმას ვაკეთებ, — ამბობს მერაბ მახარაშვილი.
სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.