LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პარალელურად ცეცხლი არ შეწყდება: პესკოვი

90
პესკოვი

რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად ცეცხლი არ შეწყდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დღეს გაგრძელდება მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, რომელიც ბოლოს 15 მარტს შედგა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ერთკვირიან შუალედში ჯგუფები მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ.