LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი 2022 წლის თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება: უკრაინის დაზვერვა

270
bigstock-russian-army-77106269-990x556

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი Military Times -თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა, რომელიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება. როგორც კირილ ბუდანოვი აცხადებს, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“ი, ცხადყო, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500 მებრძოლზე მეტის გადასროლა შეუძლია.

მისივე  განმარტებით, კიევი იხილავს სხვადასხვა სცენარებს, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს რუსეთის თავდასხმა. ის ასევე აცხადებს, რომ რუსეთი ზრდის ჯარის და შეიარაღების რაოდენობას ოკუპირებულ ყირიმში და საზღვარზე მცირე მანძილის „ისკანდერების“ და სხვა შეიარაღების მობილიზებას ახდენს. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი თავდასხმა მოჰყვება მხოლოდ სერიულ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომელსაც მოსკოვი უკვე ახორციელებს და რომლის მიზანია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g