LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აღიარებს, რომ შეცდომით საკუთარი ტერიტორია დაბობმა

220
ing

უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის დროს, რუსმა სამხედროებმა შეცდომით საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაბომბეს.

აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა მხარემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბომბი შემთხვევით სამხრეთ ვორონეჟის რეგიონში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკში ჩამოვარდა.

როგორც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა აღნიშნა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედიის ცნობითვე, დაზიანდა ქუჩა და ათამდე სახლი.

შეგახსენებთ, დღეს რუსმა სამხედროებმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები