“რუსეთი არ არის პუტინი, რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით” – ასეთი შინაარსის წარწერა დაახვედრეს დამთვალიერებელს, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპოჯორჯიაში. ფესტივალზე, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად, ერთ-ერთი კუთხე რუსულ ლიტერატურას ეთმობა.
“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, რუსული კუთხის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი რუსეთშიც ცხოვრობს და მათ ესმით, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი წელს 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.