რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თეირანში გამართულ სამიტზე ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
პუტინმა აზერბაიჯანელ და ირანელ კოლეგას ამ სფეროში მოსკოვთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
თეირანში გამართულ სამიტზე სამი ქვეყნის ლიდერებმა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს. როგორც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვი და თეირანი სირიაში კონფლიქტის გადასაჭრელად ერთად მუშაობენ.