LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო დახმარებაზე უთანხმდება, ევროპა კი ახალ სანქციებზე თანხმდება

118
6000

მსოფლიო პოლიტიკაში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, რიგგარეშე არჩევნებია საფრანგეთში, ევროპა თანხმდება ახალ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჩინეთთან ფინანსური და თხევადი გაზის გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემები ემატება.
ამასობაში ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა და სამხედრო თანამშრომლობაზე მოილაპარაკა. ორი ბირთვული სახელმწიფოს შეთანხმება შეშფოთების საგანი ხდება.
ნატოს კი დიდი ალბათობით ახალი გენერალური მდივანი ეყოლება.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში “მსოფლიო, როგორც ასეთი” გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

“ევროკავშირში უკვე შედგა შეთანხმება რუსეთისთვის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ შედგა კონსესუსი. გერმანია იყო განსხვავებულ მოსაზრებაზე, იცავდა გერმანული კომპანიების ინტერესებს, რომლებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ ამ სანქციების დარღვევის რეჟიმში.

ასევე საუბარია რუსული თხევადი გაზის მესამე ქვეყნებში გადაზიდვასთან დაკავშირებით. თუმცა ევროპის კავშირში ისედაც სხვა მომწოდებლებისგან მოდის გაზი და ეს არ იქნება კატასტროფული დარტყმა რუსეთისთვის, მაგრამ მაინც საერთო სურათში დამაზიანებელია რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც სერიოზულ კრიზისს განიცდის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რომ თუ ჩინეთი არ შეცვლის დამოკიდებულებას რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებით, კერძოდ არ შეწყვეტს მის დახმარებას და პროდუქციის მიწოდებას, ჩინეთს მოუწევს ამისთვის ფასის გადახდა. ეს იქნება ეკონომიკური სანქციები აშშ-დან და სხვა მოკავშირების მხრიდან. თუმცა შესაძლოა ამ საკითხში არ იყოს ერთსულოვნება, ევროპელებს ჩინეთთან ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ.

გარდა ამისა, ნატოს გენმდივანმა ალიანსის წევრ ქვეყნებში დამატებითი ბირთვული შეიარაღის განთავსებაზე გაამახვილა ყურადღება, ვინაიდან შეშფოთებულია ჩინეთის მზარდი ბირთვული პოტენციალით და საფრთხით, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ამ კონტექსტში ისაუბრა ბირთვული იარაღის დამატებითი რესურსების განთავსებაზე.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი გაიმართა ფხენიანში და გაფორმდა ორხმრივი შეთანხმება. ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმება, რომელიც იმეორებს 1961 წელს გაფორმებულ საბჭოთა კავშირსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელშეკრულებას და ქვეყნებს ავალდებულებს მესამე ქვეყნიდან თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ეს გახლავთ სერიოზული შეთანხმება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის.
ასევე უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეა მილიონობით საარტილერიო ჭურვს, ტყვია-წამალს აწვდის რუსეთს.
ამ შეთანხმებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სეულში. სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, მაღალი ალბათობაა სამხრეთ კორეამ პირდაპირ უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება. ვნახოთ, რამდენად სწრაფად შეიძლება მომწიფდეს ეს გადაწყვეტილება.

თითქმის გადაწყვეტილია ვინ გახდება ნატოს ახალი გენერალური მდივანი. ეს გახლავთ ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე გამოცხადდება უახლოეს საიუბილეო სამიტზე, რომელიც 9-10 ივლისს აშშ-ში გაიმართება.

ფოტო: theguardian

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g