უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს მალე თავს სანქციების ახალი პაკეტი დაატყდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირს ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
„ჩვენ, ვერასოდეს შევადარებთ რაიმეს უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, მაგრამ ვახორციელებთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა ამისთვის გადაიხადოს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ და უკვე ვამზადებთ სანქციების მე-6 პაკეტს. რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ წავა” – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი twitter-ზე.