LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე აღარ არის – ის იტალიამ ჩაანაცვლა

124
89356313-202715604320241-2064795331299639296-n-2020-03-16-08-33-31-081383

იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

ქვეყნების ხუთეული, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა ასეთია:

  1. იტალია – 27.32 მილიონი დოლარი
  2. რუსეთი – 23.18 მილიონი დოლარი
  3. საბერძნეთი – 18.62 მილიონი დოლარი
  4. აშშ -18.07 მილიონი დოლარი
  5. ისრაელი – 13.16 მილიონი დოლარი

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g