LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხი განიხილება, ფარული კენჭისყრის გამართვას ითხოვს

25
რუსები გაეროში

რუსეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხი განიხილება, ფარული კენჭისყრის გამართვას ითხოვს.

Routers-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 193-ვე წევრს საშუალება უნდა ჰქონდეს საჯაროდ არ დააფიქსიროს პასუხი და ხმა ანონიმურად მისცეს.

რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ფარული კენჭისყრის პირობებში, ქვეყნები უფრო თამამად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, დასავლეთის „ზეწოლის“ გარეშე.

ცნობისთვის, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო, გაეროს გენერალურ ასამბლეის გამართვა მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები