LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს – ბიძინა კულუმბეგოვი

204
kulumbegopvi-feisidan

“რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს”,-ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ვაქცინა ტექნოლოგიურად დაამზადეს, კვლევებიც ჩაატარეს 21 000 ადამიანზე, თუმცა მისი თქმით კითხვები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ეჭვებს აჩენს.

„რუსეთთან მიმართებით იმდენად დიდი კითხვებია, რომ ეჭვი მეპარება, აშშ-ში ან ევროკავშირში მათი ვაქცინა გაიყიდოს, რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ვაქცინებზე, რომელიც არის ევროკავშირის ქვეყნებსი და აშშ-ში წარმოებული” – ბიძინა კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ან აშშ-შია წარმოებული.

ცნობისთვის, COVID19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შემქმნელი მეცნიერები, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შუალედური დასკვნის თანახმად, ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა. გამოკვლევის დოკუმენტი 32 მეცნიერის ავტორობით, 2 თებერვალს, ერთ-ერთ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g