“რუსეთი ხელს აფარებს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა, ბრიფინგზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ იმ რეზოლუციის მიღება დაბლოკა, რომლის მიხედვითაც, ერთი წლით უნდა გახანგრძლივებულიყო სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიება.
„გამოძიების უფლებამოსილების გახანგრძლივების ბლოკირება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბაშარ ალ–ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენ განვაგრძობთ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას,“ – განაცხადა სარა სანდერსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს მსოფლიოში მომწამლავი საბრძოლო ნივთიერებების გამოყენებას ბოლო მოუღოს.