“რუსეთი კლავს”, “საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა” – ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს იუსტიციის სახლთან ხიდზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა.
“არა ოკუპაციას” წევრების აქციას ავტომობილების მძღოლები სიგნალებით შეუერთდნენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ბანერები აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით დაამზადეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია.
გაიგეთ მეტი: 170 მიზეზი თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი – სამოქალაქო აქტივისტების აქცია (ფოტოები)
11 წელი აგვისტოს ომიდან – გორში ტყვიებით დაცხრილული კედელი გაგოშამ მოხატა (ფოტო)