მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომმა (WADA) რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ერთხმად მისცა ხმა.
რუს სპორტსმენებს აეკრძალათ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა ეროვნული დროშით. აკრძალვა ეხება ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს. ვინც არ არის დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილი, ისინი დამოუკიდებელ სპორტსმენებად გამოვლენ ნეიტრალური დროშით.
ასევე რუსეთს აეკრძალა უმასპინძლოს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებს და განაცხადსაც ვერ შეიტანს.
ვერც რუსი ჩინოვნიკები დაესწრებიან ტურნირებს. რუსული მხარე ჯარიმასაც გადაიხდის.
რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიური დროშის ქვეშ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვიდა.
სასჯელი არ ვრცელდება კონტინენტურ ტურნირებზე, მაგალითად ევრო 2020-ზე.
გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემების გამოძიება, რომელიც 2012-15 წლების მონაცემებს შეიცავს.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზაში ცვლილებები შექონდათ, რათა რუსი სპორტსმენების მხრიდან დოპინგის გამოყენება დაემალათ.
რუსებს 21 დღე აქვთ აპელაციისთვის.