რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას მართავს. მანევრებში რუსეთის ავიაცია და შავი ზღვის ფლოტიც არის ჩართული.
როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, წვრთნებში 400 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მათ შორის, ტანკები და ზალპური ცეცხლის სისტემები „გრადი“.
„1 500-მა სამხედრო მოსამსახურემ ცაბალისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე ჩატარებული მანევრების დროს ათასობით იმიტირებული სამიზნე გაანადგურეს,“ – ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.