ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის ნაწილი დაპყრობილია, უკრაინა კი 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად სხვა გზებს ეძებს, – ამის შესახებ Financial Times-ს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განუცხადა.
ალექსანდრე კუბრაკოვი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას არ შეწყვეტს, მსოფლიოს სურსათის დეფიციტიდან გამომდინარე შიმშილი ემუქრება.
„რუსეთის ქმედებები გლობალური მასშტაბით შიმშილის საფრთხეს ქმნის, რუსეთი როგორც მეკობრე ისე მოქმედებს. მოლაპარაკებები არის უკანასკნელი შანსი რუსეთისთვის, რათა რამდენიმე კონტინენტზე მილიონობით ადამიანის შიმშილით სიკვდილში დამნაშავე არ გახდეს. მათ არ აინტერესებთ მაგალითად აფრიკელი ხალხის სიცოცხლე“, – აღნიშნავს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი Financial Times-სთან ინტერვიუში.