LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი „დიდ რვიანში“ არ უნდა დაბრუნდეს, ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა”

473
115622546fa

ამერიკელი სენატორების ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

“ვლადიმირ პუტინი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაიშვას, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს იმის დასადასტურებლად, რომ საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იქნება”, – წერია სენატრორების განცხადებაში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. სენატრორებს ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოჰყავთ.

“პრეზიდენტი პუტინი არანაირ გარემოებებში არ შეიძლება დავუშვათ „დიდ შვიდეულში“, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებს მის მზადყოფნას საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იყოს.

„დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის მთავრობა თანმიმდევრულად გვაჩვენებს, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობას, მათ შორის: მავნებლური ზეგავლენა მოახდინა აშშ-ის არჩევნებზე 2016 და 2018 წლებში, აქვს მრავალრიცხვოვანი და სისტემატიური მცდელეობები ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში; ბოროტად ერევა ევროპაში, ჩვენი უახლოესი მოკავშირების დემოკრატიულ პროცესებში; ბრიტანეთში 2018 წელს განახორციელა თავდასხხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით; აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას; მუდმივად უწევს სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ავტორიტარულ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, ისეთებს როგორებიც არიან ასადის და მადუროს რეჟიმები; ასევე ახორციელებს რუსეთში უმცირესობების ჯგუფებისა და პოლიტიკურ მოწინაღმდეგეების ფართო დევნას,“ – წერის სენატორების მიერ გაგზავნილ წერილში.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრაპი რუსეთის გაწევრიანებას “დიდ შვიდიანში” მხარს უჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g