LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი იმპორტიორია – კიდევ ვისთან ვაჭრობს ქვეყანა

114
import-export

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 360.0 მლნ. აშშ დოლარით სომხეთი იკავებს. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 336.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 281.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 021.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 778.6 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 589.7 მლნ. აშშ დოლარით.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 795.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 31.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 315.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.5 მლნ. აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები