LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი შავ ზღვაში თვითმფრინავებითა და გემებით სამხედრო წვრთნებს ატარებს

62
რუსები

„რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 10 თვითმფრინავი და რამდენიმე გემი“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, წვრთნები უკრაინასთან არსებული მაღალი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც ამერიკელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ მის სამხრეთ მეზობელზე. აღნიშნულ ბრალდებებს კი კრემლი სიცრუეს უწოდებს.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობიექტები რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული, მათ შორის ყირიმში, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. კიევს სურს, რომ რუსეთმა აღნიშნული ტერიტორია დააბრუნოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g