რუსეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი გოლი გაუშვა ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე.
რუსებმა ფრედ ითამაშეს ინგლისთან (1:1) და წააგეს სლოვაკეთთან (1:2) და უელსთან (0:3). შესაბამისად, ლეონიდ სლუცკის გუნდი პლეი-ოფში არ გასულა და საკუთარ კარში 6 ბურთი მიიღო.
ესაა ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე.
5-5 ბურთი გაუშვეს უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებებმა, რომლებიც ასევე გამოვარდნენ ტურნირიდან.