LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 323 ბავშვი დაიღუპა

67
სათამაშო

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 323 ბავშვი დაიღუპა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვნების რაოდენობა 583-ზე მეტია.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 301, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g