LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის აგრესიის შედეგები ევროპას სცდება და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მსოფლიოში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

62
Untitled design (1)

ევროკავშირის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის აგრესიას აფასებს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები ევროპის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, ევროპის ჰუმანიტარულ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა. 

ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საჭიროებები ყველა დროის ნიშნულს გასცდა და კრემლის ომი სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს.

ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი 2,5 მილიარდ ევროს გაიღებს მსოფლიოში სურსათის დეფიციტის მოსაგვარებლად.

“ევროკავშირი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დონორი, კიდევ უფრო აძლიერებს დახმარებას 2.5 მილიარდი ევროთი 2024 წლამდე, რათა დაეხმაროს რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო დაუცველობით”, – თქვა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g