LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მხოლოდ ეს ერთადერთი ბერკეტი არსებობს – უკრაინის ელჩი საქართველოში

1738
ელჩი

დასავლელი პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს – დიპლომატები განცხადებებს ავრცელებენ.

საფრენგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მიუღებელია. “ველით, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა არ დაუშვას ვითარების ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე მხარდაჭერას გვიცხადებს თურქეთის საელჩოც. ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია თურქეთის იმედი ჰქონდეს.

განცხადებას აკეთებს ასევე უკრაინის ელჩი საქართველოში, რომელიც თვლის, რომ ეს საქართველოსა და უკრაინის საერთო მეზობლის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

მისივე თქმით, უკრაინის გამოცდილებით საქართველომ თანამეობრობის კონსიოლიდირება უნდა მოახდინოს, რადგან აგრესიის შესაკავებლად სხვა ბერკეტი არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები