რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, საერთაშორისო კომპანიები საქართველოთი დაინტერესდნენ და შესაბამისად, კომერციულ ფართებზე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა.
საკითხზე BM.GE-თან ინტერვიუში კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საუბრობს და ამბობს, რომ მათ კომპანიას უკვე მიმართა ოთხმა საერთაშორისო კომპანიამ.
„კონკრეტულად ჩვენს კომპანიას ოთხმა ბიზნესმა მიმართა, არცერთი მათგანი არ არის რუსული კომპანია, მაგრამ მათი ოფისები იყო რუსეთში. ესენია ამერიკული, შვეიცარიული და ფრანგული კომპანიები. მათი ოფისები იხურება რუსეთში და აქვთ სურვილი, რომ გადმოვიდნენ საქართველოში. ამაში თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, ასეთ ტენდენციას ხელი უნდა შევუწყოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ”, – აცხადებს კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი.
ზურა ერისთავის თქმით, სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს ქვეყანაში რა ტიპის კომპანიები უნდა შემოვიდნენ და რა ტიპის არა.