LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმა “1920 წელს საქართველოს მიერ ოსების გენეცოდის” აღიარებაზე იმსჯელებს

68
58e58

რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო უახლოეს სხდომაზე, საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გენოციდად აღიარების საკითხის განხილვას გეგმავს. ინფორმაცია რუსულ მედიაში დაიწერა. დუმას საკითხის განხილვის მოთხოვნით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმართა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განაცხადებით, „სახელმწიფო დუმაში ყურადღებით მოეკიდნენ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განაცხადს”.

“საბჭოს უახლოეს სხდომაზე, რომელშიც შედიან დუმის ხელმძღვანელობა, ყველა ფრაქციის და კომიტეტების თავმჯდომარეები, განვიხილავთ ამ მიმართას”, – განაცხადა ვოლოდინმა.

ფაქტს უკვე მოყვა გამოხმაურებები საქართველოს პარლამენტში, სადაც მიიჩნევენ , რომ კრემლი ცდილობს ისტორია გააყალბოს და შეცვალოს , რაც პუტინის ბოლო განცხადებამაც დაადასტურა.

პუტინი: 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოსკოვის ეს მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან მათი და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები ამ საკითხზე მნიშვენლოვნად განსხვავდება.

“ყველამ ვიცით რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რასაც ცდილობს. მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება ამ საკითხების მიმართ არის თანმიმდევრული და არ ექვემდებარება გადახედვას”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g